ვებგვერდის შესახებ

 

ბოლნისის სიონის წარწერა.  ასომთავრული ანბანის ერთ-ერთი უძველესი(V საუკ.) ნიმუში.

ბოლნისის სიონის წარწერა. ასომთავრული ანბანის ერთ-ერთი უძველესი(V საუკ.) ნიმუში.

ბაბილონის გოდოლის ამბავი გვეუბნება, რომ უხსოვარ დროს ერთიანი იყო მსოფლიო და ხალხს ჰქონდა საერთო ენა, რაც ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ საერთო ანბანი.  შემდგომში, კატაკლიზმების შედეგად, დაინგრა მსოფლიო ცივილიზაცია, დაიკარგა, “დაიმარხა” საერთო ანბანი. ამ ცივილიზაციის ნანგრევებზე აღმოცენდა შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციები.  მოგვიანებით ჩნდება ფინიკიური და ბერძნული ანბანები, რომლებიც სათავეს უდებენ მსოფლიოში არსებულ მრავალ ანბანს.

ნაშრომი “ანბანი”, რომელსაც ვაქვეყნებ ჩემს ვებგვერდზე, მათემატიკურად ამტკიცებს, რომ ის დაკარგული საერთო მსოფლიო ანბანი არის ასომთავრული ანბანი, რომელიც არის სიტყვა–ქრისტე, სიტყვა, რომელიც დასაბამიდან იყო ღმერთთან და, რომელიც თავად არის ღმერთი.

ეს მტკიცება დაფუძნებულია ანბანის ცხრილის პროპორციაზე 1 = 10,  10 = 1 ანუ  ა = ი,  ი=ა.

ვებგვერდის მიზანია იმ ცოდნის გავრცელება, რომელიც დაშიფრულია ასომთავრულ ანბანში.

 

____________

 

დიდი მოცულობის გამო, ნაშრომი გავყავი ორ ნაწილად(იხ. მენიუში).

მენიუს გვერდი  ნაშრომის მიმოხილვა  შეიცავს ნაშრომში განხილული თავების მოკლე ინფორმაციას.

მენიუს გვერდი  ფოტო ალბომი  შეიცავს ფოტომასალას, რომელიც განხილულია ნაშრომის შესაბამის თავებში.

 

გთხოვთ, ითანამშრომლოთ ვებგვერდთან; გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ასომთავრულ ანბანსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ნათელა  ბოსტაშვილი

 

____________

6 Comments

Leave a Reply